7.3.13

7 მარტს ფარის საჯარო სკოლაში სამკითხველოს ამოქმედებიდან ერთი თვე გავიდა.
მოხალისე პედაგოგმა ნანა ნარსავიძემ და მოსწავლეებმა,ია ვიბლიანი,მარი რეზესიძემ მოაწყვეს წიგნის დღე,შეაჯამეს თვის შედეგები,იმსჯელეს წაკითხულ წიგნებზე,წაიკითხეს რეცენზიები. გამოვლინდა თვის საუკეთესო მკითხველი,დასახელდა თვის საუკეთესო წიგნი, დათო ტურაშვილის"ჯინსების თაობა".ბავშვები დიდი ემოციებით ყვებოდნენ ამ წიგნის წაკითხვისას მიღებულ შთაბეჭდილებას.



თვის საუკეთესო "პატარა მკითხველი " გახდა ირინა ფარჯიანი.
უფროსებში თვის საუკეთესო მკითხველის ტიტული მოიპოვა ია ვიბლიანმა



პირველმა ჯგუფმა წარმატებით შეასრულა თვის სამუშაო და გადააბარა  წიგნადი ფონდი მეორე მოხალისე ჯგუფს.ჯგუფმა დასახა მომავალი თვის სამოქმედო გეგმა და დღეიდან იზრუნებს ასევე  წარმატებითა და ინტერესით გააგრძელონ ბავშვებმა წიგნთან მეგობრობა