
დასკვნითი ღონისძიება
25 აპრილს ფარის სამოქალაქო კლუბმა, პროექტის " წინ გამარჯვებისაკენ" ,რომელიც დაფინანსდა ctc-ის მიკრო გრანტების კონკურსის ფარგლებში, გამართა დასკვნით-შემაჯამებელი ღონისძიება.
პროექტის მიზანია მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია-დამკვიდრება. პროექტის ფარგლებში შეძენილ იქნა სპორტული ინვენტარი,მოეწყო საფეხბურთო მინი სტადიონი,რაშიც აქტიურად ჩაერთო თემის ახალგაზრდობაც, მომზადდა საფეხბურთო გუნდი 10-15 წლის ასაკის ბავშვებისგან,15 დან 18 წლის ასაკის მოზარდებმა ჩამოაყალიბეს ფრენბურთის გუნდი,ხოლო ჭიდაობაში ჩართული იყო 7-18 წლამდე მსურველები. თითოეულ გუნდს ყავდა მწვრთნელები , ფრენბურთში :ლადო წულუკიანი,ფეხბურთი: შმაგი ნარსავიძე,რომლებიც კონსულტაციას იღებდნენ სპორტის მასწავლებელთან,რომელიც აქტიურად ედგა გვერდით ბავშვებს მთელი ამ ხნის განმავლობაში. ხოლო ჭიდაობაში გვერდით გვედგა ჭიდაობის მასწავლებალი.მადლობა მათ მხარდაჭერისათვის.
პროექტის ფარგლებში,რამდენიმე სკოლას გაეგზავნა დებულება,რომლის თანახმადაც თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ლენჯერის საბაზო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "პეგასმა" და ეცერის საჯარო სკოლამ.
შეხვედრა გაიმართა ლენჯერის საბაზო სკოლასა და ფარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ფეხბურთში.ფარის გუნდმა მოგებით დაამთავრა ამხანაგური შეჯიბრი ნამდვილად ღირსეულ მეტოქესთან და საფეხბურთო თასის მფლობელიც გახდა,ანგარიშით 2: 1.
ფრენბურთში ფარის საჯარო სკოლა შეხვდა ეცერის საჯარო სკოლას,რაც ეცერის სკოლის ღირსეული გამარჯვებით დასრულდა შესაბამისად ფრენბურთის თასის მფლობელები გახდნენ.
ჭიდაობაში ყველა მონაწილე დაჯილდოვდა დიპლომებით, ხოლო სამ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე გასულები მედლებით. მედლით დაჯილდოვდა, ეცერის საჯარო სკოლის მოსწავლე,80 კგ წონით კატეგორიაში ოთო ცალანი, 68 კგ,წონით კატეგორიაში ლენჯერის საჯარო სკოლის მოსწავლეები : ბერდია მერლანი,65 კგ ლაშა შუკვანი.
წარმატებებული დღე იყო თითოეული სკოლისათვის,პროექტის მიზანი მიღწეული იქნა დამყარებულიყო სკოლებს შორის მეგობრული ურთიერთობა,ყველანაირი პირობა შევქმენით რომ მონაწილეებს თანაბრი პირობები ჰქონოდათ და მსაჯობა ყოფილიყო ობიექტური.
წარმატებები თითოეულ სკოლის ბავშვებს.








მოედნის კეთილმოწყობა
15 აპრილიდან ფარის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, დაიწყეს საფეხბურთო მოედნის კეთილმოწყობა თემის ახალგაზრდების დახმარებით.მათ მოიძიეს საფეხბურთო კარებისათვის ლითონის ძელები, შეკრეს და დაამონტაჟეს.



პროექტის პრეზენტაცია
11 მარტს ფარის საჯარო სკოლაში შედგა პროექტის " წინ გამარჯვებისაკენ" პრეზენტაციას.მოწვეული იყვნენ ფარის თემის ახალგაზრდობა და მშობლები. გაიმართა დისკუსია თემაზე" როგორ შევუწყოთ ხელი მოზარდებში ჯანსაღ ცხოვრების წესის დამკვიდრებას" დისკუსიას უძღვებოდა შმაგი ნარსავიძე.
ახალგაზრდებმა აღვგვითქვეს დახმარება საფეხბურთო მოედნის კეთილმოწყობაში,ასევე გაგვიწევენ კონსულტაციებს საფეხბურთო გუნდის წვრთნისას.
13 მარტიდან პროექტის ბენეფიციარი ბავშვებს ყოველ დილას, საგაკვეთილო პროცესის დაწყებამდე დაიწყებენ ინტენსიურ ვარჯიშს.



No comments:
Post a Comment