კლუბის წესდება

ფარის სამოქალაქო კლუბი 
2012 წლის 5 აგვისტოს მესტიის რაიონის სოფელ ფარის საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა სამოქალაქო განათლების კლუბი ,, ცოდნა - ძალაა ".
     კლუბის დამფუძნებლები არიან ფარის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეები.პედაგოგი : ეკა წულუკიძე.
      კლუბმა შეიმუშავა წესდება რომლის თანახმადაც კლუბი აგრძელებს მუშაობას.
      ს.ს.ი.პ მესტიის რ/ნ-ის ფარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა კლუბ ,,ცოდნა - ძალაას" ზოგადი დებულება.
      1. კლუბი ,,ცოდნა - ძალაა'' მოსწავლეთა გაერთიანება,რომელიც შეიქმნა საქართველოს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ" თავი  II მუხლი 14-15-16, თავი X მუხლი 48-ე პუნქტის თანახმად.
      1.2 კლუბი ,,ცოდნა - ძალაა" შეიქმნა CTC - ის მხარდაჭერით.
      1.3 კლუბი აწევრიანებს ფარის საჯარო სკოლის IX-XII კლასის მოსწავლეებს ნებაყოფლობის საფუძველზე.
      1.4 კლუბი იმართება დამფუძნებელი საბჭოსა და კლუბის პრეზიდენტის მიერ.
      1.5  კლუბი თანამშრომლობს მსგავსი მიზნებისა და ფუნქციების მქონე სხვა გაერთიანებებთან.

                2 კლუბის მიზნები

2.1 კლუბი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს აქტიური მოსწავლეების აღმოჩენას და მათი შემოქმედებითი უნარის განვითარებას სხვადასხვა ღონისძიებების სახით.
2.2 ჩაატაროს სხვადასხვა ღონისძიებები და პროექტები ადგილობრივი თემისა და საზოგადოების სასარგებლოდ.
2.3 ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების დამკვიდრებისა და ხელშეწყობას.
2.4 კონფერენციების,სემინარების და ტრეინინგების ორგანიზებას,მოსწავლეთა სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება გამოვლენისთვის.
2.5 ინტელექტუალური,კულტურული და სპორტული ღონისძიებების,კონკურსების ორგანიზებას.
2.6 საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება.

               3 კლუბის სტრუქტურა

3.7 კლუბის მართვაში მონაწილეობს ორი სუბიექტი: ა) დამფუძნებელი საბჭო ბ) კლუბის პრეზიდენტი.
3.8 კლუბი აერთიანებსმოსწავლეებს ნებაყოფლობის საფუძველზე.მასში გაწევრიანება შეუძლია IX-XII კლასის ნებისმიერ მოსწავლეს განცხადების საფუძველზე.
3.9 კლუბში ინფორმაციის გავრცელებაზე პასუხს აგებს კლუბის საზოგადაოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

                  4 დამფუძნებელი საბჭო

4.0 დამბუძნებელი საბჭო შედგება 4 დამფუძნებლისგან და მისი შემადგენლობა მუდმივია.
4.1 დამფუძნებელი საბჭო კლუბის პრეზიდენტთან ერთად გეგმავს მომავალ ონისძიებებს, უწევს მონოტორინგს კლუბის მუშაობას,მონაწილეობს სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში.
4.2 დამფუძნებელი საბჭო ირჩევს კლუბის პრეზიდენტს, საჭიროების შემთხვევაში განიხილავს მისი ინფიზმენტის საკითხს.
4.3 დამფუძნებელ საბჭოს შეუძლია წესდებაში ცვლილებების შეტანა ამავე წესდების VII თავით განსაზვრული წესით.      
4.4 კლუბს აქვს საკუთარი ლოგო

No comments:

Post a Comment