მრავალფუნქციური ოთახი

                                                   



                                          კითხვის დღე
10 მარტს პროექტის " მრავალფუნქციური ოთახის" ფარგლებში ჩტარდა კითხვის დღე,( ეფექტური კითხვის რამოდენიმე ხერხის გამოყენებით)
მოსწავლეების დახმარებით წინასწარ მომზადებულ იქნა თვალსაჩინო მასალა ზღაპრის გასაცოცხლებლად. მასწავლებელმა ტექსტი დაყო მონაკვეთებად , კითხვის პროცესში, მოსწავლეები პასუხობდნენ მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს,თითოეულ ეპიზოდს ასათაურებდნენ.კითხვის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს სამუშაოდ გამოეყო 10 წთ. მათ დასათაურებული ეპიზოდები უნდა აერჩიათ და წინასწარ მომზადებული რესურსების საშუალებით გაეცოცხლებინათ ზღაპარი.
მოსწავლეებმა მოახდინეს თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცა.
ღონისძიების დასასრულს დავსვით კითხვა "ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეთ რას გააკეთებდით?" თავიანთი სურვილები მიაწერეს "სურვილების კედელზე"
დღემ ძალიან სასიამოვნოდ ჩიარა.
მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები და მოწვეული გვყავდა პატარა სკოლამდელი ასაკის ბავშვები. კითხვის დღის ორგანიზებასა და წარმართვაშიდაგვეხმარა პედაგოგი მზია გვარმიანი.








                                                          ზღაპრის დღე

8 აპრილს ფარის სამოქალქო კლუბში,პროექტის" მრავალფუნქციური ოთახის " პროექტის ფარგლებში,დაიდგა პატარებისთვის მათი რჩეული ზღაპარი " კომბლე" ნახატების საშუალებით ბავშვებმა გააცოცხლეს ზღაპრის გმირები,შემდეგ უმცროსკლასელებსაც შესთავაზეს თავად ყოფილიყვნენ ზღაპრის გმირები.ბავშვებს ძლიან მოეწონათ ზღაპრის გმირად ყოფნა,ისინი შეგვპირდნენ რომ წაიკითხავენ მათთვის საყვარელ ზღაპარს და თავად გვიამობებენ ხუთშბათს- კითხვის დღეს.

















                                                            პრეზენტაციიის დღე
4.აპრილს ფარის საჯარო სკოლაში გაიმართა პროექტის "მრავალფუნქციური ოთახის" პრეზენტაცია.პროეექტი დაფინანსდა ctc-ის პროექტი ზემო სვანეთში-ის მიერ , გამოცხადებული საგრანტო კონკურსში.გრანტის ფარგლებში შეძენილ იქნა ინვენტარი სამკითხველოსთვის.მოეწყო ოთახი,რომელსაც ექნება ერთდროულად სამკითხველო,სამუშაო და საპრეზენტაციო სივრცე.
დღეს მოწვეული იყო მშობლები ,მოსწავლეები და პედაგოგები განხილვაზე," რამ განაპირობა ახალგაზრდობის წიგნთან დაშორება"
გამოითქვა სხვადასხავ მოსაზრებები,ვიმსჯელეთ იმსტრატეგიებზე,რომელსაც დავნერგავთ ჩვენს სამკითხველოში,რათა გავზარდოთ მოზარდის ინტერესი წიგნისადმი.
პროექტის ფარგლებში ჩტარდა გამოკითხვა თემის მოსახლეობასა და მოსწავლეებს შორის, გაკვია,გამოკითხვის მიზანი იყო გაგვერკვია რას ფიქრობს მოსახლეობა ფარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის საქმიანობის შესახებ.მოსწავლეებში -თუ რა მისცა მათ სამოქალაქო კლუბში მუშაობამ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიებათა კვირეული, სამშაბათას8 აპრილს დაიდგმება ზღაპარი" კომბლე". ოთხშაბათს 10 აპრილს უმცროსკლასელთათვის კითხვის დღე.კითხვის სხვადასხვა ხერხის გამოყენებით.


No comments:

Post a Comment