28 ოქ.ტომბერს ფარის სამოქალაქო კლუბი ესტუმრა ლენჯერის ახლადშექმნილ კლუბს "პეგასი".
ჩვენმა მოსწავლეებმა გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება,სლაიდების დახმარებით მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ჩვენი კლუბის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ,რითაც სტიმული მისცეს თავადაც
გააქტიურდნენ.
უკეთ გაცნობის მიზნით ჩვენმა მოსწავლეებმა მასპინძელ ბავშვებს სახალისო თამაშები ათამაშეს და მოახერხეს მათთან კონტაქტში შესვლა და დამეგობრება.
ტრენინგის მეორე ნაწილიში მივაწოდეთ კონკრეტული რჩევები პროექტის წერასა და მარტვაზე..
მასპინძლებმა თავადაც გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება ,დაგვათვალიერებინეს მათ მიერ შესრულებული არაჩვეულებრივი ნამუშევრები.
მოსწავლეებმა გაგვიზაიარეს შტაბეჭდილებები ტრენინგის შესახებ შექმნეს სამახსოვრო შთაბეჭდილების დაფა.
მასპინძლებმა დაგვასაჩუქრეს მათივე ხელით შექმნილი ულამაზესი თაიგულით.
დავსახეთ სამომავლო გეგმა ერთობლივი ღონისძიების შესახებ.
დღემ არაჩვეულებრივად ჩაიარა, ვფიქრობ ჩვენი ეს ვიზიტი ნაყოფიერი იქნება და პეგასს დაეხმარება წარმატების მმოპოვებაში.