11.11.14

მე ვემზადები აქტიური მოქალაქეობისთვის






                   


15 ოქტომბრიდან ფარის სამოქალაქო კლუბის წევრ- მოსწავლეები დარეგისტრირდნენ სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაზე. კლუბის ხელმძღვანელმა ეკა წულუკიძემ შემოგვთავაზა ჩაეტარებინა ჩვენთვის დამატებითი მეცადინეობები სამოქალაქო განათლებაში. ყოველ დღე გაკვეთილების შემდეგ ვიკრიბებოდით და განვიხილავდით სხვადასხვა თემებს:"პიროვნება და საზოგადოება" "ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია" "საქართველოს კონსტიტუცია""სახელმწიფო მმართველობის ფორმები"
"პიროვნული განვითარება,საბაზრო კონკურენცია"
განვიხილავდით და ვსწავლობდით სამოქალაქო განათლების  ლექსიკონიდან ტერმინებსა და განმარტებებს.

 ჯგუფური სამუშო" პიროვნების განვითარების საფეხურები"
"სახელმწიფოს ფუნქციები,მოვალეობები და ვალდებულებები"






PLANT A TREE FOR PEACE

30 წლის წინ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ,გენერალურ სამიტზე განაცხადა რომ კაცობრიობის წინსვლა და განვითარება დამოიდებულია მსოფლიოს მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. 30 წლის წინ ორგანიზაციამ 21 სექტემბერი გამოაცხადა მსოფლიოს მშვიდობის დღედ.
2004 წლის 21 სექტემბერს, დედამიწაზე დაირგა პირველი მშვიდობის ხე. მას შემდეგ,საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაცია ENO- PLANT A TREE FOR PEACE, რგავს ხეებს მშვიდობისათვის მთელს დედამიწაზე, ამ დროისათვის დარგულია 17000000 მშვიდობის ხე სხვადასხვა ქვეყანაში. დაგეგმილია 2017 წლამდე დაირგას 100000000 მშვიდობის ხე.ამ აქციაში ჩრთულია 153 ქვეყნის 1000-მდე სკოლა, უნივერსიტეტები, კერძო პირები და არასამთავრობო ორგანიზაციები მსოფლიოს მაშტაბით.
წელს ფარის საჯარო სკოლაც შეუერთდა აღნიშნულ აქციას, დარგო სკოლის ეზოში მშვიდობის 6 ხე. შესარულეს სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ცეკვა.
  ღონისძიების ამსახველი მასალები გაეგზავნა ევროპაში მოქმედ ორგანიზაციას.
ფარის საჯარო სკოლას მონაწილებისთვის გადაეცა სერთიფიკატი.







                                                                   

დაასუფთავე მსოფლიო-დაასუფთავე საქართველო



19 სექტემბერს ფარის საჯარო სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ აქციას "დაასუფთავე მსოფლიო-დაასუფთავე საქართველო". მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, თემის ახალგაზრდებმა დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია და სოფლის ცენტრალური უბნები.








peae one day

1999 წელს ბრიტანელმა რეჟისორმა ჯერემი ჯილიმ დაარსა ორგანიზაცია მშვიდობის დღე, მისი მიზანი იყო მსოფლიოსათვის ყოველწლიურად მოეწოდებინა ძლადობისა და ომის შეწყვეტისაკენ. მან მიზანს მიაღწია 2001 წელს როცა გაერთიანებული ერების გენერალურ ანსამბლეამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება რომ 21 სექტემბერი გამოცხადებულიყო მსოფლიოს საერთაშორისო დღედ.მას შემდეგ მსოფლიოში ამ დღეს იმართება სხვადასხვა ღნისძიებები ამ დღის აღსანიშნავად.
21 სექტემბერს ფარის სამოქალაქო კლუბი შეუერთდა აქციას peace one day. ბავშვებმა დაამზადეს პოსტერი, და მსოფლიოს გაუგზავნეს გზავნილი -ჩვენ გვინდა მშვიდობა.










7.11.14

2014-15 ახალი სასწავლო წელი

ახალი სასწავლო წელი ახალი იმედებიტა და გამოწვევებით დაიწყო ფარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბისათვის.
წარმატებები და ბევრი ახალი იდეების განხორციელებას ვუსურვებთ ფარის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და ღირსეულ პედაგოგებს.

საქართვეოს დამოუკიდებლობის დღე

 ფარსი საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა გახსნა 26 მაისს,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კულტურის სამსახურის მიერ ორგანიზებული დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
 მოსწავლეებმა წარადგინეს მუსიკალური ნომერი"ეს ჩემი საქართველოა"