დღეს სამოქალაქო კლუბის წევრებმა კიდევ ერთი ლამაზი,კეთილიდა სათნო საქმე გააკეთეს. ჩვენ მიერ დაწყებული აქცია "მოვეფეროთ მოხუცებს" კვლავ განვაახლეთ, ამჯერად მოხუც პედაგოგებს ვესტუმრეთ , მივუტანეთ ტკბილეული და დიდხანს სიცოცხელ და ბედნიერება ვუსურვეთ იმ ადამიანებს,რომლებმაც ნახევარი საუკუნე სკოლის კედლებში გაატარეს და მრავლი თაობა აღუზარდეს ქვეყანას.

ჩვენ ვესტუმრეთ ქალბატონ ნათელა კვიციანს, 83 წლის,ჩვენს საყვარელ მათემატიკის მასწავლებელს,რომელმაც გვასწავლა არამარტო თავისი საგანი,არამედ ადამიანობა და ჰუმანურობა,ურთიერთ სიყვარული და თავისი პირადი მაგალითით გვინერგავდა დიდ სიყვარულს და პატიოსნებას.
ასევე ვესტუმრეთ ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი , 85 წლის, რუსული ენის მასწავლებელი მუშნი წულუკიანს,რომელიც ყველას გამორჩეულად გვიყვარდა,ჰქონდა განსაკუთრებული,ჰუმანური მიდგომა მოსწავლეებისადმი,ის პრე
ზიდენტის მიერ ღირსების მედლით იქნა დაჯილდოებული,ის ნამდვილად ღირსეულად იდგა 50 წელი ახალგაზრდობის აღზრდის სადარაჯოზე.
ამ ადამიანებმა შექმნეს მთელი ეპოქა ფარის საჯარო სკოლის ისტორიაში,ამ ადამიანების ძლისხმევით გაიხსნა საშუალო სკოლა ფარში,მათ შექმნეს ბატონ აკაკი ნარსავიძის თაოსნობით მძლავრი პედაგოგიური კოლექტივი და ძლიერი სკოლა.ღმერთმა მათ დიდხანს სიცოცხელ და ლამაზი სიბერე მისცეთ.


დიდი მადლობა გვინდა კლუბის სახელით გადავუხადოთ ,ჩვენი სოფლის რწმუნებულს,ქალბატონ მზია გვარმიანს,რომელიც გვერდში დაგვიდგა,თან გვახლდა და გაიზაირა ჩვენი იდეა,ასევე შემოგვიერთდნენ სტუდენტები ,ამ ადამიანების ყოფილი მოსწავლეები...
დღე სასიამოვნო და ემოციებით სავსე იყო