27.5.14

კონკურსი "ტრადიციული ხელსაქმე და ხელოსნობა"



  კულტურის სამინისტროსა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გამოცხადდა კონკურსი უფროსკლასელთათვის. 2014 წლის კონკურსში "ტრადიციული ხელსაქმე და ხელოსნობა" ფარის საჯარო სკოლის 6 ნამუშევარმა გაიმარჯვა, ნაშრომები დამუშავებული იყო შემდეგ თემებზე: "სვანური ქუდი"-ნათია ვიბლიანი, ციგურები ანუ "კამკები" -ომარი აფრასიძე, "მშვილდი ანუ ცხემდ"-დიმა წულუკიანი,"ტყავის დამუშავები უძველესი ტექნოლოგია"-ზაზა კვიციანი, "მარხილი"- შმაგი ნარსავიძე,"უღელი" - დათო ნარსავიძე. 7 ივნის გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი კულტურის სამინისტროში, ჩვენი მოსწავლეები დააჯილდოვეს სიგელებით და წიგნებით.მიენიჭათ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქომაგის სტატუსი. მათი ნამუშევრები დაიბეჭდა სპეციალურ კრებულში.
დაჯილდოების ცერემონიალზე მოწყობილი იყო საგამოფენო სივრცე,სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხავ სკოლის ნამუშევრები თემებთან შესაბამისი ნიმუშები,ჩვენი სკოლის მოსწავლეებმაც წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები,ციგურები,მარხილი,უღელი,და დამუშავებული ტყავის თოკები.







                                  






                               დასუფთავების აქცია11მაისს ფარის სამოქალაქო კლუბის წევრები აქტიურად ჩაერთვნენ ორგანიზაცია " გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდების" მიერ ორგანიზებულ დასუფთავების აქციაში,რომელიც პროექტის " როგორ დავიცვათ ჩვენი გარემოს" ფარგლებში განხორციელდა. ბავშვები თავდაუზოგავად შრომობდნენ მთელი დღის განმავლობაში დაასუფთავეს სოფელში არსებული დაბინძურებული კერები და ნაგავსაყრელი,შეაგროვეს მყარი და პლასტიკური ნარჩენები.

No comments:

Post a Comment