22.12.12

გაიგე მეტი შენი კუთხის არამატერიალური მემკვიდრეობის შესახებ

 ფარის სამოქალაქო კლუბის წევრებმა,მონაწილეობა მიიღეს კულტურის სამინისტროსა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში"გაიგე მეტი  შენი კუთხის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"მოსწავლეებმა მოიძიეს და დაამუშავეს ინფორმაცია ჩვენი სოფლის საუკუნეებით ნასაზრდოები ტრადიციები და წეს-ჩვეულებების შესახებ,კერძოდ, ახალი წელი ჩვენ სოფელში,მატყლის დამუშავება და სვანური ქუდების დამზადება,გარდაცვალებას და გასვენებასთან დაკავშირებული ადათ-წესები,ოქროს მოპოვება.ლამპრობა, სახალხო დღესასწაული ქრისტელიდბაშელი,ექიმბაშობა  და განთქმული ექიმბაში,სულების მოხსენიება-ლიფანე.

მონაწილეობდნენ:
  1. სალომე რეზესიძე,თემით " მაჟიბჩუს სამართალი"
  2. ლადო წულუკიანი, "ოქროს მოპოვება და დამუშავება"
  3. დათა ნარსავიძე "ლამპრობა"
  4.  ზაზა კვიციანი "ქრისტელიდბაშელი"
  5. ია ვიბლიანი "მატყლის დამუშავება და სვანური ქუდი"
  6. მარი რეზესიძე "ახალი წელი ჩენს სოფელში"
  7. სოფო წულუკიანი " მკურნალობა და ექიმბაშობა"
  8. ნიკა ჩხეტიანი  "ლიფანე" 
ხელმძღვანელი პედაგოგი: ეკა წულუკიძე.
აღნიშნულ კონკურსში გამარვება მოიპოვეს ჩვენმა ნამუშევრებმა და ისინი საუკეთესო ნამუშევრებად შეაფასეს,"ძალიან დახვეწილი და გამორჩეული ნამუშევრები"-ასე შეაფასა ქალბატონ მაკა თაქთაქიშვილმა,არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვის ექსპერტმა.

5 ივნისს კულტურის სამინისტროში ჩატარდა აღნიშნული თემების ავტორების დაჯილდოება.მოსწავლეები,დირექტორი და ხელმძღვანელი პედაგოგი დაჯილდოებულ იქნენ სიგელებით " არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქომაგი" და საჩუქრებით.ხოლო ერთ-ერთ ნამუშევარს,რომელსაც ახლო მომავალში შეარჩევს კულტურის სამინისტრო მიენიჭება,არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი.

აღნიშნული ღონისძიებაგაშუქებული იყო  სოც მედიისა და საინფორმაციო საშუალებებით,ნამუშევრები გამოქვეყნდა გაზეთ" ახალ განათლებასა" და მესტიის რაიონის ადგილობრივ გაზეთში "ლილე"

საახალწლო კარნავალი.

19 დეკემბერს ფარის საჯარო სკოლაში ჩატარდა წინასაახალწლო კარნავალი.კარნავალს ორგანიზება გაუწია მათემატიკის პედაგოგმა შორენა აბესაძემ.ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ სამოქალაქო კლუბის წევრები.
  •   კარნავალი  მხიარული სკეტჩებითა და იუმორით იყო გაჯერებული.
  • "კურიერის ცნობით ქალაქში შემოიჭრა სანტა-კლაუსი და ნამდვილ ქართველ თოვლის ბაბუას ეცილება თოვლის ბაბუობას,მას სურს პატარების სიყვარული მიისაკუთროს,პოლიცია აკავებს თვითმარქვია სანტას და თეა წულუკიანი მართავს ბრიფინგს,რომელიც მოსახლეობას ახარებს დამნაშავის დაკავების ამბავს." 
                                 
           

შესრულდა  ქართული ხალხური ცეკვები
                         
      ბავშვებმა დიდი სიხარულით უამბეს თოვლის ბაბუას ლექსები, რომელმაც                                      სამაგიეროდ დაასაჩუქრა გულუხვად.
                                   

მოსწავლეებმა გააკეთეს მასწავლებელთა პაროდიები და ყველა მასწავლებელი დააჯილდოვეს სხვადასხვა  ნომინაციებით. 

4.12.12

ფრთხილად ტრეფიკინგი

30 ნოემბერს ფარის საჯარო სკოლაში
 ჩატარდა ღონისძიება ,,ფრთხილად ტრეფიკინგი.''
ღონისძიების მიზანი იყო მოზარდებში ტრეფიკინგის შესახებ ცნობიერების ამაღლება. მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია რა არის ტრეფიკინგი რა რისკ-ფაქტორები არსებობს, როგორ შეიძლება ადამიანი გახდეს ტრეფიკინგის მსხვერპლი და ა.შ. შემდეგ მომხსენებელმა მიაწოდა დეტალური ინფორმაცია რა არის ტრეფიკინგი, რა ეტაპს მოიცავს და როგორ უნდა დაიცვან თავი ტრეფიკინგისგან.
დაიდგა ფორუმ-თეატრი, რომლის საშუალებითაც წარმოჩნდა ტრეფიკინგის მთელი საშინელება, რომელსაც განიცდის ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი. შემდეგ გაიმართა დისკუსია შემდეგ საკითხზე: რა ელის იმ ადამიანებს ვინც გახდა ტრეფიკინგის მსხვერპლი, როგორ მიიღებს მათ საზოგადოება ამ უბედურებიდან თავის დაღწევის შემდეგ?..
მონაწილე მოსწავლეებს დაურიგდათ ჯგუფური სამუშაო, შეექმნათ ტრეფიკინგის მსხვერპლთა სახეები, I ჯგუფს მამაკაცი მსხვერპლის , II ჯგუფს ქალის,  III ჯგუფს ბავშვის პორტრეტი. ჯგუფის პრეზენტატორებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევარი, მოახდინეს ანალიზი, რატომ აღმოჩნდნენ ისინი ამ მდგომარეობაში.
 მოსწავლეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები და ფლაერები.
მოსწავლეებს ფორუმ-თეატრის საშუალებით წარმოაჩინეს ტრეფიკინგის მსხვერპლის უიმედო და საშინელი დადგმის შემდეგ გაიმართა დისკუსია, ჯგუფებმა ისაუბრეს იმ საშინელ შედეგებზე, რასაც მილიონობით ტრეფიკინგის მსხვერპლი ადამიანი განიცდის.
შემდეგი აქტივობა იყო ჯგუფი სამუშაო, რომლის მიზანი იყო წარმოგვეჩინა თუ რამდენად გაიაზრეს მოსწავლეებმა ის ინფორმაცია, რაც მიწოდებულ იქნა, რამდენად კარგად ესმოდათ თუ რა დიდი რისკი არსებობს ტრეფიკინგისა.დავალება შემდეგში მდგომარეობდა, მათუნდა შეექმნათ ტრეფიკინგის მსხვერპლის ისტორია, უნდა ემსჯელათ და როგორ მიიღეს საზოგადაოება ტრეფიკინგის მსხვერპლს და რამდენად ახერხებს ის საზოგადოებაში ინტეგრირება.
ღონისძიების ბოლოს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები.
მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები და ნახატები ტრეფიკინგის შესახებ.
ღონისზიებას ესწრებოდა 35 ადამიანი. აქედან 15 ბიჭი და 20 გოგო.
ღონისძიება წარმატებით დასრულდა.

7.11.12

პროექტის ,,ჩემი სოფელი" პრეზენტაცია

2012 წლის 28 ოქტომბერს ფარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა  ,,ცოდნა ძალაამ" მოახდინა პროექტ ,,ჩემი სოფლის"  პრეზენტაცია.
პროექტის მიზანი იყო :
  • მოსწავლეები გაცნობოდნენ თავიანთი სოფლის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას.
  • მოეძიებინათ ინფორმაცია თავიანთი სოფლის ისტორიულ წარსულზე.
  • შეეგროვებინათ ფოლკლორული ნიმუშები, რომელიც ფარის თემის საკუთრებას წარმოადგენს.
  • ჩამოერთვათ ინტერვიუ უხუცესებისაგან, მათგან მოესმინათ მითები, ლეგენდები და ინფორმაცია გამქარალი გვარების შესახებ.
  • გაცნობოდნენ ყველა იმ რელიგიურ დღესასწაულს, რომელიც ფარის თემში აღინიშნებოდა.
  • მოეხდინათ შეგროვილი ინფორმაციის ორგანიზება და პრეზენტაცია.
  • განათავსონ მოძიებული მასალა ინტერნეტ სივრცეში.  

 

          პროექტის მოკლე აღწერა : 

     მოსწავლეები ესტუმრნენ, ფარის თემის უხუცესებს შოთა დადეშქელიანსა და ნუგზარ წულუკიანს. მათგან მოიპოვეს ბევი საინტერესო ინფორმაცია ,,მაჟიბჩუს" თემის ისტორიის შესახებ.


                                                         შოთა დადეშქელიანი
მოსწავლეები ასევე ესტუმრნენ იაროსლავ ჩხეტიანს, მისგან შეიტყვეს საინტერესო ინფორმაცია სვიფის წმინდა გიორგის ეკლესიის შესახებ, რომელიც მე10-ე საუკუნის ძეგლია და მასში დასვენებულია წმ.გიორგის ოქროს სასწაულმოქმედი ხატი. ეს ძეგლი იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხაშია შეტანილი.
 მოსწავლეები დაიყვნენ რამოდენიმე ჯგუფად. ერთი ჯგუფი მუშაობდა, ყველა იმ რელიგიურ დღესასწაულის აღნუსხვაზე, რაც ჩვენს თემში აღინიშნებოდა.
მეორე ჯგუფი მუშაობდა სამოშენებლო მასალის მოპოვებაზე და დამუშავების მეთოდებზე.
 ჯგუფის ერთი ნაწილი მუშაობდა მაჟიბჩუს სამართლის კანონების მოძიებასა და ორგანიზებაზე.
 საინტერესო ნაწილია ასევე სამზარეულო. მოსწავლეებმა შეაგროვეს ყველა იმ კერძის რეცეპტი, რომელსაც ფარის თემში იყენებდნენ.
ამდენად მოსწავლეებმა შეძლეს მოეპოვებინათ ბევრი, საინტერესო და მათთვის უცნობი ინფორმაციის შეგროვება თავიანთი ფესვების შესახებ, მათი წინაპრების მიერ შექმნილი კულტურის შესახებ.
 ბატონი ნუგზარ წულკიანისაგან მიიღეს შეთავაზება, რომე მოახდინონ ამ მასალის ორგანიზება და წიგნად გამოცემა, რაშიც ის თავად დაუჭერს მხარს.

                                                              ნუგზარ წულუკიანი
ჩვენს სამოქალაქო კლუბს ამ პროექტთან დაკავშირებით აქვს სამომავლო გეგმები. კერძოდ მოიძიოს სახსრები, რითაც შეძლებს წიგნის დაბეჭდვას, მიაწოდოს ინფორმაცია ტურისტულ სააგენტოებს და ამავე დროს ამ თემებით ჩაერთო კონკურში ,,არამატერიალური კულტურული მემკვიდრებოა," რომელიც გამოცხადდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
     ჩვენი სამოქალაქო კლუბის მიზანი იქნება ჩვენს მიერ შეგროვილი მარგალიტებით გავამდიდროთ სვანური კულტურული მემკვიდრეობა და ის ხელმისაწვმოდმი გავხადოთ დაინტერესებული პირებისთვის.

                                            პროექტის პრეზენტაცია


პრექტის ხელმძღვანელი მოსწავლეები :
  1. რეზესიძე სალომე
  2. რეზესიძე ლელა
  3. მიქიანი ხატია
  4. ვიბლიანი ია
მასწავლებლები :
  1. წულუკიძე ეკა
  2. აბესაძე შორენა
  3. კვიციანი მირანდა

9.10.12

ომი და მშვიდობა

21 სექტემბერს ჩვენ ავღნიშნეთ მშვიდობის ერთი დღე  ,,peace one day" ჩვენც ისევე, როგორც დანარჩენი მსოფლიო, მოვუწოდებთ ყველა ერს მშვიდობისაკენ. ჩვენი პატარა ღონისძიებით გვინდა გამოვხატოთ, რომ ომი დამანგრეველია, ომი საშინელებაა, ომი სისასტიკეა, მხოლოდ მშვიდობა, სიყვარული არის კაცობრიობის სასიცოცხლო ძალა.
ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი თემაზე ,,ომი და მშვიოდბა".  მოსწავლეებმა შექმნეს ესეები, სადაც დაგმეს ომის სისასტიკე.

 
გამარჯვებული გამოავლინა ჟიურიმ და ის გახდა IX კლასის მოსწავლე ხატია მიქიანი,
რომელსაც გადაეცა სიგელი.
პარალელურად გამოცხადდა ნახატების კონკურსი ანალოგიური თემით და გამარჯვებული გახდა V კლასის მოსწავლე ელმირა რეზესიძე, რომელიც ასევე დაჯილდოვდა დიპლომით.



   

ღონისძიების მესამე ნაწილში გაიმართა დისკუსია ,,რას ნიშნავს ჩემთვის ომი XXI საუკუნეში".
   



   
მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი თვალსაზრისი ომის საშინელებასა და სისასტიკეზე, გაიხსენეს უამრავი ფაქტი, რომელიც მათ სმენიათ ომის სისასტიკეზე და ერთხმად დაგმეს ომი, ძალადობა და სისასტიკე.

 ჩვენ გვინდა მშვიდობა! არა ძალადობას!
                                                      
 გვფარავდეს უფალი! ამინ !