ჩატარდა ღონისძიება ,,ფრთხილად ტრეფიკინგი.''
ღონისძიების მიზანი იყო მოზარდებში ტრეფიკინგის შესახებ ცნობიერების ამაღლება. მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია რა არის ტრეფიკინგი რა რისკ-ფაქტორები არსებობს, როგორ შეიძლება ადამიანი გახდეს ტრეფიკინგის მსხვერპლი და ა.შ. შემდეგ მომხსენებელმა მიაწოდა დეტალური ინფორმაცია რა არის ტრეფიკინგი, რა ეტაპს მოიცავს და როგორ უნდა დაიცვან თავი ტრეფიკინგისგან.
დაიდგა ფორუმ-თეატრი, რომლის საშუალებითაც წარმოჩნდა ტრეფიკინგის მთელი საშინელება, რომელსაც განიცდის ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი. შემდეგ გაიმართა დისკუსია შემდეგ საკითხზე: რა ელის იმ ადამიანებს ვინც გახდა ტრეფიკინგის მსხვერპლი, როგორ მიიღებს მათ საზოგადოება ამ უბედურებიდან თავის დაღწევის შემდეგ?..
მონაწილე მოსწავლეებს დაურიგდათ ჯგუფური სამუშაო, შეექმნათ ტრეფიკინგის მსხვერპლთა სახეები, I ჯგუფს მამაკაცი მსხვერპლის , II ჯგუფს ქალის, III ჯგუფს ბავშვის პორტრეტი. ჯგუფის პრეზენტატორებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევარი, მოახდინეს ანალიზი, რატომ აღმოჩნდნენ ისინი ამ მდგომარეობაში.
მოსწავლეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები და ფლაერები.
მოსწავლეებს ფორუმ-თეატრის საშუალებით წარმოაჩინეს ტრეფიკინგის მსხვერპლის უიმედო და საშინელი დადგმის შემდეგ გაიმართა დისკუსია, ჯგუფებმა ისაუბრეს იმ საშინელ შედეგებზე, რასაც მილიონობით ტრეფიკინგის მსხვერპლი ადამიანი განიცდის.
შემდეგი აქტივობა იყო ჯგუფი სამუშაო, რომლის მიზანი იყო წარმოგვეჩინა თუ რამდენად გაიაზრეს მოსწავლეებმა ის ინფორმაცია, რაც მიწოდებულ იქნა, რამდენად კარგად ესმოდათ თუ რა დიდი რისკი არსებობს ტრეფიკინგისა.დავალება შემდეგში მდგომარეობდა, მათუნდა შეექმნათ ტრეფიკინგის მსხვერპლის ისტორია, უნდა ემსჯელათ და როგორ მიიღეს საზოგადაოება ტრეფიკინგის მსხვერპლს და რამდენად ახერხებს ის საზოგადოებაში ინტეგრირება.
ღონისძიების ბოლოს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები.
მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები და ნახატები ტრეფიკინგის შესახებ.
ღონისზიებას ესწრებოდა 35 ადამიანი. აქედან 15 ბიჭი და 20 გოგო.
ღონისძიება წარმატებით დასრულდა.
No comments:
Post a Comment