17 მაისს ფარის სამოოქალაქო კლუბმა მოახდინა პროექტის პრეზენტაცია "დავიცვათ გარემო დაბინძურებისგან".პროექტი დაფინანსდა ctc-ის (ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფის გაძლიერების მეშვეობით)მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში.პროექტის მიზანია, ფარის თემის

მოსახლეობაში ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება, სოფლის ახლოს არსებული ნაგავსაყრელისა და სხვადასხვა სოფელში არსებული დაბინძურებული კერების დასუფთავება.სოფლის მოსახლეობის მხარდაჭერით ახალი უსაფრთხო ნაგავსაყრელის მოწყობა.პროექტის განხორციელებაში აქტიურად გვიჭერს მხარს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბატონი ჯეირან რეზესიძე და
ფარის თემის რწმუნებული ქალბატონი მზია გვარმიანი,ისინი გვეხმარებიან თემთან მოლაპარაკებასა და პრობლემის გადაჭრაში რისთვისაც ჩვენი სამოქალაქო კლუბი დიდ მადლობას უხდის..

პროექტის პრეზენტაცია შთამბეჭდავი და საინტერესო იყო.დათა ნარსავიძემ ისაუბრა იმ პრობლემებზე რაც არსებობს ჩვენ სოფელში და იმ საფრთხეებზე,რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს,გამოიყენა საინტერესო თვალსაჩინოება სლაიდ შოუს სახი
თ.
სალომე რეზესიძემ ორგანიზება გაუწია ჯგუფურ მუშაობას

რათა თითოეულ დამსწრესა თუ მონაწილეს თვალნათლივ დაენახა ის პრობლემები რომელიც ჩვენს ირგვლივ არის გამეფებული. ჩაერთ ჯგუფები დაკომპლექტდა დამსწრე საზოგადოებისა და მოსწავლეებისაგან,აქტიურად ჩაერთვნენ საკრებულოს წევრი და რწმუნებული,თითოეულ ჯგუფ თეატრალურად უნდა განესახიერებინა ის პრობლემა და მისი შედეგი რაც ნაგვის დაყრას მოყვება. თითოეულმა ჯგუფმა საინტერესოდ წარმოაჩინა საკუთარი ნამუშევარი: ერთმა ჯგუფმა გვიჩვენა სიტუაცია მარკეტში,ახალგაზრდა შეიძენს სასმელს,პარკს გააცლის და ჩაიდებს ჯიბეში,ხოლო მეორე ახალგაზრდა სანაგვე ურნას აუვლის გვერ- დს იქვე დააგდებს ნაგავს რაშიც შემდეგ თვითონ გაებლანდება და წაიქცევა,რითაც სიმბოლურად განასახიერეს ის უკუშედეგები რაც ჩვენივე დაყრილ ნაგავს მოყვება ჩვენთვისვე საზიანოდ.
მეორე ჯგუფმა წარმოადგინა ახალგაზრდები რომლეიც გვერდს უვლიან ნაგვის ურნას,ყრიან ნაგავს ყველგან სადაც მოესურვებათ და შემდეგ გამოჩნდება ადამიანი ,რომელიც თავსთავზე იღებს კეთილ საქმე სა ასუფთავებს მათ მიერ დაყრილ ნაგავს.ამ დადგმების შემდეგ გაიმარტა დისკუსია .
მომდევნო ეტაპზე დამსწრე საზო ვარ" ჯგუფს უნდა ესაუბრა სოფლის სახელით გაეპიროვნებინა პრობლემა.
სამივე ჯგუფმა საინტერესო ესეები წარმოადგინა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა უმცროსი ასაკის ბავშვებისაგან შემდგარი ჯგუფის ნამუშევრებმა.
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო უშუალოდ

პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას,დავსახეთ სამოქმედო გეგმა,კერძოდ, კვირას 19 მაისს დასუფთავდება ნაგავსაყრელი და ყველა დაბინძურებული კერა განადგურდება და მოვახდენთ მის კონსერვაციას.ასევე ბატონი ჯეირან რეზესიძე,კვირას უზრუნველყოფ თემის კრების გამართვას და ღნიშნული საკითხის სამსჯელოდ გატანას რათა თემთან ერთად შეირჩეს ახალი უსაფრთხო ნაგავსაყრელის ადგილი,შეიქმნას პეტიცია ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მისატანად რათა გაგვიწიონ დახმარება ტეხნიკით.
ბოლოს ,დამსწრე საზოგადოებასა და მოსახლეობას დავურიგეთ ჩვენს მიერ დაბეჭდილი ბუკლეტები.
18 მაისს შევხვდით სოფლის მოსახლეობას,რწმუნებულსა და საკრებულოს წევრს,გავაცანით ჩვენი გეგმები დასუფთავებასთან დაკავშირებით,მოსახლეობამ დაადგინა რომ დასუფტავების შემდეგ მოეწყოს ახალი ნაგავსაყრელი,შემოიღობოს და მოსახლეობამ აღკვეთოს უმისამართოდ ნაგვის დარყრა სხვადასხავა ადგილებვში და მიიტანოს ახალ ნაგავსაყრელთან.
იმავე დღეს დასუფთავდა არსებული ნაგავსაყრელი და დაბინძურებული კერები.
ფოტოკოლაჟი