23.5.13

ჩვენ საზოგადოების აქტიური წევრები ვართ

21-22 მაისს ფარის სამოქალქო კლუბს ესტუმრნენ ბათუმის N2 საჯარო სკოლის კლუბ "ბალავარის", საერთო ელიტარული სკოლის კლუბ "გორდას", ქედის სკოლის კლუბ "პროგრესის" და ბათუმის გიმნაზიის კლუბ "კარპედიემის"  წევრები,პედაგოგი მადონა გვარამია  და აჭარის ახალგაზრდების დასაქმებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი მაია ქათამაძე,ხათუნა ქათამაძე გიორგი ქობულაძე და თაკო დიასამიძე.


 ფარის სამოქალაქო კლუბისა და ბათუმის N2 საჯარო სკოლამ  აჭარის ახალგაზრდების დასაქმებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანლობის დახმარებით განახორციელა ერთობლივი პროექტი "ჩვენ საზოგადოების აქტიური წევრები ვართ"
პროექტის ფარგლებში სტუმრებმა ჩაატარე ტრენინგი  პროექტის წერა და რეკლამირება,დებატების მოწყობა,სპეციალური მედიის მნიშვნელობის შესახებ.
აჭარის სხვადასხვა სამოქალაქო კლუბების წევრებმა გაუზიარეს თავიანთი სგამოცდილება ფარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს.
ასევე გაუზიარა გამოცდილება ჩვენმა კლუბმა სტუმრებს.






ორივე კლუბმა დასახა ერთობლივი სამოქმედო გეგმა,რომლის ფარგლებში უნდა გაგრძელდეს ორ რეგიონს შორის თანამშრომლობა და მეგობრობა.
პროექტის ფარგლებში გადაღებულ იქნა ფილმი სასკოლო კლუბური ცხოვრებისა და გამოცდილების შესახებ.
პროექტი წარმატებით განხორციელდა, მასპინძელმა სკოლამ დიდი მოწონება დაიმსახურა სტუმრების მხრიდან, ბავშვები ძალიან დაუმეგორდნენ ერთმანეთს.
პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდა სკოლის პედაგოგები,მოსწავლეები და CTC-ის წარმომადგენელი ია გურჩიანი.
 ,

No comments:

Post a Comment