28 ოქ.ტომბერს ფარის სამოქალაქო კლუბი ესტუმრა ლენჯერის ახლადშექმნილ კლუბს "პეგასი".
ჩვენმა მოსწავლეებმა გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება,სლაიდების დახმარებით მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ჩვენი კლუბის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ,რითაც სტიმული მისცეს თავადაც
გააქტიურდნენ.
უკეთ გაცნობის მიზნით ჩვენმა მოსწავლეებმა მასპინძელ ბავშვებს სახალისო თამაშები ათამაშეს და მოახერხეს მათთან კონტაქტში შესვლა და დამეგობრება.
ტრენინგის მეორე ნაწილიში მივაწოდეთ კონკრეტული რჩევები პროექტის წერასა და მარტვაზე..
მასპინძლებმა თავადაც გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება ,დაგვათვალიერებინეს მათ მიერ შესრულებული არაჩვეულებრივი ნამუშევრები.
მოსწავლეებმა გაგვიზაიარეს შტაბეჭდილებები ტრენინგის შესახებ შექმნეს სამახსოვრო შთაბეჭდილების დაფა.
მასპინძლებმა დაგვასაჩუქრეს მათივე ხელით შექმნილი ულამაზესი თაიგულით.
დავსახეთ სამომავლო გეგმა ერთობლივი ღონისძიების შესახებ.
დღემ არაჩვეულებრივად ჩაიარა, ვფიქრობ ჩვენი ეს ვიზიტი ნაყოფიერი იქნება და პეგასს დაეხმარება წარმატების მმოპოვებაში.
2.11.13
1.10.13
ახალი სასწავლო წელი დაიწყო...
ჩვენი სამოქალაქო კლუბი კვლავ განახლებული ძალებით იწყებს შემოქმედებით და საკლუბო საქმიანობას.
30 სექტემბერს ჩავატარეთ შეხვედრა კლუბის ახალბედა წევრებთან ,ავუხსენით საკლუბო მუშაობის პრინციპი,შევიმუშავეთ წლის სამოქმედო გეგმა ,გამოვკვეთეთ პრობლემები,რომელთა მოგვარებასაც აპირებს წელს კლუბი.
4.8.13
დავიცვათ გარემო ეს ჩვენი ვალია
18.7.13
შეხვედრა საია-სთან
17 ივლისს ფარის სამოქალაქო კლუბი და ფარის ტემის მოსახლეობა შეხვდა საიას წარმომადგენლებს,ბატონ ნოდარ ჯიქიას,ადვოკატებს გიორგი ჭიქაბერიძეს და ზაალ გორგიძე.
საიას წარმომადგენლებმა მოსახლეობას გააცნეს საკუთრების უფლებების დაცვის,მემკვიდრეობის მიღების წესი,.და ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვის კანონები და წესები,აგრეთვე აღუტქვეს ყველა სამარტლებლივ საკითხებში უფასო კონსულტაციები და ადვოკატთა დახმარება.
სამოქალაქო კლუბის წევრებს ესაუბრნენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი გააქტიურება და ადგილობრივ თვითმართველობასთან თანამშრომლობა,შესთავაზეს ჩამოაყალიბონ რაიონში ახალგაზრდული გაერთიანება და ერტად იმოქმედონ ახალხგაზრდული პრობლემების მოგვარების საკითხში.
ასევე კონკრეტული რჩევები მივიღეთ ახალგაზრდული ორგანიზაციის დაფუძნებისათვის საჭირო საკითხებში და სამართლებრივი წესდების მომზადებაში უფასო იურიდიულ დახმარება შემოგვთავაზეს,რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით.

4.7.13
ჩვენ ვსწავლობთ ერთად
1 ივლისს ჩვენს კლუბს გერმანელი მოხალისეები ასტიდი და მირიამი ესტუმრნენ.
სტუმრებმა,რამდენიმე სახალისო თამაში ითამაშეს ბავშვებთან ერთად.
ასევე მოხალისეები ,მოსწავლეებს ესაუბრნენ სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და თავისებურებებზე.
ძალიან სახალისო და საინტერესო დღე გამოვიდა.
2.7.13
ჩვენ გვაძლიერებს ctc.
8-12 აპრილს ctc- მ მოაწყო ,სასწავლო ტური ზემო სვანეთის აქტიური ლიდერებისთვის დასავლეთ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებში”
ამ სასწავლო ტურში მონაწილეობა მიიღეს ფარის სამოქალაქო კლუბის წევრებმა- სასწავლო პროექტის დორექტორებმა :მარი რეზესიძე.ნოდი ვიბლიანი და დათა ნარსავიძემ.ტურის განმავლობაში,ბავშვებმა დააგროვეს უზარმაზარი ცოდნა,მათ თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს სხვადასხვა სამოქალაქო კლუბებმა თუ ორგანიზაციებმა.
19 აპრილს სასწავლო ტურში მონაწილე მოსწავლეებმა, ფარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის "ცოდნა ძალაას" წევრებს გაზიარეთ CTC-ის
სასწავლო ტურში მიღებული ცოდნა. გააცნეს ახალი იდეები და სამომავლო გეგმები.

აღნიშნული პროექტი გაგრძელდა და მესტიის რაიონის ctc- ის ოფისში გაიმართა ზემო სვანეთის ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების საქმიანობების ღია გამოფენა.გამოფენა გაიმართა პროექტის ,,სასწავლო ტური ზემო სვანეთის აქტიური ლიდერებისთვის დასავლეთ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებში” ფარგლებში.
სასწავლო ტურის მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით,ხელმძღვანელი პედაგოგი და დირექტორი მადლობის სიგელებით.
ctc-იმ დაამზადა პლაკატები,იმ სამოქალაქო კლუბების საქმიანობის შესახებ რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა საგრანტო კონკურსებსა და ღონისძიებებში. თითოეული სამოქალაქო კლუბის წევრებს მიეცათ საშუალება გაეცნო თავისი საქმიანობა მესტიის რაიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის,შეეთავაზებინათ თანამშრომლობა სხვადახვა სფეროში,თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში.
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო სასწავლო ტურის მონაწილეთა დაჯილდოებას დაჯილდოებას.მათ გადაეცათ სერთიფიკატები.
მადლობის სიგელი გადაეცა მესტიის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ დარეჯან ნიგურიანს,სკოლებში სამოქალაქო კლუბების საქმიანობის აქტიური მხარდაჭერისთვის. მადლობის სიგელით დაჯილდოვდა ფარის საჯარო სკოლის დირექტორი გულო ვიბლიანი ,მისი მხარდაჭერა ფარის სამოქალაქო კლუბის საქმიანობისას განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა ctc-ის ზემო სვანეთის პროექტის დირექტორმა ბატონმა პავლე თვალიაშვილამ და განსაკუთრებული მადლობა გამოუცხადა.
ღონისძიების დასასრულს დაიჭრა საზეიმო ტორტი
ღონისძიების ფარგლებში ფარის სამოქალაქო კლუბმა შესთავაზა საკტარი ცოდნა და გამოცდილება ბლოგის შექმნა და მართვა, არასამტავრობო ორგანიზაციას"გულერი"
15.6.13
ხელი ხელს,გული გულს
14 ივნისს განსხვავებული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა.
ფარის სამოქალაქო კლუბი უერთდება ამ დღეს.
კლუბმა განხორციელა საქველმოქმედო აქცია" ხელი ხელს, გული გულს",რითაც საზოგადოებას მოუწოდეს ჩართულიყვნენ განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის ერთი ლამაზი დღის მოსაწყობად და მათთვის საჩუქრების შესაძენად ფინანსური მხარდაჭერა გამოეხატათ.
სოფელში სამი განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ცხოვრობს,მათი სასკოლო საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით და გასახალისებლად დაიგეგმა სპორტული,გამახალისებელი შეჯიბრება.
ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვს,ირაკლი ნარსავიძეს ბავშვები სახლში ესტუმრნენ და გადასცეს მცირეოდენი საჩუქარი.

ფარის სამოქალაქო კლუბი უსურვებს ამ ბავშვებს ჯანმრთელობასა და ბედნიერებას.
12.6.13
სამოქალქო კლუბის ვიზიტი
12 ივნისს ფარის სამოქალაქო კლუბის ლიდერი ბავშვები: მარი რეზესიძე ,ნოდი ვიბლიანი, ხელმაძღვანელი პედაგოგი ეკა წულუკიძე სკოლის დირექტორი გულო ვიბლიანი,ესტუმრნენ მესტიის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ დარეჯან ნიგურიანს,ვიზიტის მიზანი იყო გაგვეცნო ჩვენი კლუბის საქმიანობა და მიღწევები. ქალბატონმა დარეჯანმა დიდი ინტერესით მოგვისმინა ,აღტაცებული დარჩა ჩვენი საქმიანობით და ძალიან თბილი სიტყვებით შეგვამკო და გვისურვა წარმატებები
შემდეგ შევხვდით მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ კაპიტონ ჟორჟოლიანს,რომელსაც ასევე გავაცანით ჩვენი კლუბის საქმიანობის შესახებ და ვთხოვეთ ახალგაზრდული ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებისას მხარდაჭერა.
ბატონმა კაპიტონმა დიდი ინტერესი გამოხატა ჩვენი საქმიანობისადმი და სამომავლოდ აღგვითქვა სრული მახარდაჭერა, ამ ეტაპზე კი მოგვცა საშუალება გვეთანამშრომლა ადგილობრივ მედიასთან ,ამ მიზნით შევხვდით მესტიის რაიონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო სამსახურის ჯგუფს და მივეცით ინტერვიუ.
7.6.13
შეხვედრა დათო ტურაშვილთან
6 ივნისს ფარის სამოქალაქო კლუბის წევრები შეხვდნენ ბატონ დათო ტურაშვილს,ადამიან,რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი პროექტის "წიგნის ფასის" განხორციელებაში.
ბავშვებსა და ბატონ დათოს შორის გაიმართა საუბარი თემაზე "რატომ დაშორდა ახალგაზრდობა წიგნს", როგორ შეიძლება მოზარდში წიგნისადმი ინტერესისი გაზრდა
.ბავშვებმა მიიღეს კონკრეტული რჩევები,თუ რატომ უნდა იყვნენ აქტიური მკითხველები. მოსწავლეებმა დაუსვეს შეკითხვები მისი ნაწარმოების "ჯინსების თაობის " ირგვლივ.ესაუბრნენ მწერალს მისი მომავალი სამწერლო გეგმებზე.

სტუმრობა თბილისის იუსტიციის სახლში
5 ივნისს ფარის სამოქალაქო კლუბის წევრები ესტუმრნენ თბილისის იუსტიციის სახლს.(fotokolage)
მეგზურობა გაგვიწია იუსტიციის სახლის მენეჯერის თანაშემწეებმა გაგვიწიეს,მათ გაგვაცნეს იუსტიციის სახლების ფუნქციონირების სპეციფიკა,მივიღეთ
ინფორმაცია სხვადასხვა სერვისების მიწოდების ხანგრძლივობისა და სტანდარტების,აგრეტვე ონლაინ მომსახურების შესახე .გავეცანით ყველა სიხლეს რაც ამ სფეროში დაინერგა და რომლიტაც იხიბლება ევროპის წამყვანი ქვეყნებიც კი.გავეცანით just kafe-ს მომსახურების სერვისს,რაც ძალიან მოგვეწონა,ეს დამატებით კომფორტს ქმნის მოქალაქისათვის.
ძალიან საინტერესო იყო თითოეული მოსწავლისათვის ის სიახლეები და მომსახურეობა რასაც იუსტიციის სახლში გავეცანით.

2.6.13
"დაირეკა სკოლის ზარი და სკოლიდან ჰერი,ჰერი"
28 მაისს ფარის საჯარო სკოლაში დაირეკა 12-ე კლასისათვის ბოლო ზარი. ფარის სამოქალაქო კლუბმა მოაწყო ბოლო ზართან დაკავშირებული ღნისძიება.ბავშვებმა ღირსეული გაცილება მოუწყვეს ფარის 12-ე კლასელებს- სამოქალაქო კლუბის დამფუძნებლებსა და ღირსეულ წევრებს.
ამ ბავშვებმა ჩაუდგეს სული ჩვენს სამოქალაქო კლუბს და პირადი მაგალითით ზრდიდნენ მომავალ კლუბის წევრებს.
ღონისძიება სამხიარულო შინაარსის იყო,დაიდგა სკეტჩი "ისევ გაკვეთილზე" კიდევ ერთხელ გაახსენეს 12-ე კლასს გაკვეთილზე გატარებული წლებილექსი მიუძღვნა შმაგი ნარსავიძემ 12-ე კლასის მოსწავლეებს.
,შესრულდა თანამედროვე და ქართული ცეკვები,წაიკითხეს ლექსები და მათ შორის მოსწავლეების მიერ სპეციალურად მათთვის დაწერილი.
უმცროსკლასელებმა მიუძღვნეს ზღაპარი წითელქუდა ინგლისურ ენაზე.
მეთორემეტე კლასი დაჯილდოვდა სამახსოვრო ნომინაციებით,მიიღეს მონაწილეობა მხიარულ კალეიდასკოპში,სადაც მათ უნდა შეესრულებინათ სხვადასხვა სასაცილო სურვილები
,მოეწყო შეჯიბრი ჩანგლით მაწვნის ჭამაში
დასასრულ მეთორმეტე კლასმა მიმართა პედაგოგებს,გადაუხადეს მადლობა მათთვის გაწეული შრომისა და აღზრდისათვის,გამომშვიდობება იყო ძალიან ემოციური,ძალიან უჭირს სკოლას მათთან განშორება,ისინი ხომ სკოლის ხერხემალს წარმოადგენდნენ.
ფარის სამოქალაქო კლუბი უსურვებს წარმატებებს 12 -ე კლასს,უსურვებს დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე ყოველგვარი დაბრკოლების დაძლევას და გამარჯვებას.
ფარის სკოლა ამაყობს მათით.
ამ ბავშვებმა ჩაუდგეს სული ჩვენს სამოქალაქო კლუბს და პირადი მაგალითით ზრდიდნენ მომავალ კლუბის წევრებს.
ღონისძიება სამხიარულო შინაარსის იყო,დაიდგა სკეტჩი "ისევ გაკვეთილზე" კიდევ ერთხელ გაახსენეს 12-ე კლასს გაკვეთილზე გატარებული წლებილექსი მიუძღვნა შმაგი ნარსავიძემ 12-ე კლასის მოსწავლეებს.
,შესრულდა თანამედროვე და ქართული ცეკვები,წაიკითხეს ლექსები და მათ შორის მოსწავლეების მიერ სპეციალურად მათთვის დაწერილი.
უმცროსკლასელებმა მიუძღვნეს ზღაპარი წითელქუდა ინგლისურ ენაზე.
მეთორემეტე კლასი დაჯილდოვდა სამახსოვრო ნომინაციებით,მიიღეს მონაწილეობა მხიარულ კალეიდასკოპში,სადაც მათ უნდა შეესრულებინათ სხვადასხვა სასაცილო სურვილები
,მოეწყო შეჯიბრი ჩანგლით მაწვნის ჭამაში
დასასრულ მეთორმეტე კლასმა მიმართა პედაგოგებს,გადაუხადეს მადლობა მათთვის გაწეული შრომისა და აღზრდისათვის,გამომშვიდობება იყო ძალიან ემოციური,ძალიან უჭირს სკოლას მათთან განშორება,ისინი ხომ სკოლის ხერხემალს წარმოადგენდნენ.
ფარის სკოლა ამაყობს მათით.
Subscribe to:
Posts (Atom)