ფარის სამოქალაქო კლუბი უერთდება ამ დღეს.
კლუბმა განხორციელა საქველმოქმედო აქცია" ხელი ხელს, გული გულს",რითაც საზოგადოებას მოუწოდეს ჩართულიყვნენ განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის ერთი ლამაზი დღის მოსაწყობად და მათთვის საჩუქრების შესაძენად ფინანსური მხარდაჭერა გამოეხატათ.
სოფელში სამი განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ცხოვრობს,მათი სასკოლო საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით და გასახალისებლად დაიგეგმა სპორტული,გამახალისებელი შეჯიბრება.
ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვს,ირაკლი ნარსავიძეს ბავშვები სახლში ესტუმრნენ და გადასცეს მცირეოდენი საჩუქარი.
ფარის სამოქალაქო კლუბი უსურვებს ამ ბავშვებს ჯანმრთელობასა და ბედნიერებას.
No comments:
Post a Comment