2.6.13

"დაირეკა სკოლის ზარი და სკოლიდან ჰერი,ჰერი"

28 მაისს ფარის საჯარო სკოლაში დაირეკა 12-ე კლასისათვის ბოლო ზარი. ფარის სამოქალაქო კლუბმა მოაწყო ბოლო ზართან დაკავშირებული  ღნისძიება.ბავშვებმა ღირსეული გაცილება მოუწყვეს ფარის 12-ე კლასელებს- სამოქალაქო კლუბის დამფუძნებლებსა და ღირსეულ წევრებს.
ამ ბავშვებმა ჩაუდგეს სული ჩვენს სამოქალაქო კლუბს და პირადი მაგალითით ზრდიდნენ მომავალ კლუბის წევრებს.
ღონისძიება სამხიარულო შინაარსის იყო,დაიდგა სკეტჩი "ისევ გაკვეთილზე" კიდევ ერთხელ გაახსენეს 12-ე კლასს გაკვეთილზე გატარებული წლებილექსი მიუძღვნა შმაგი ნარსავიძემ 12-ე კლასის მოსწავლეებს.
,შესრულდა თანამედროვე და ქართული ცეკვები,წაიკითხეს ლექსები და მათ შორის მოსწავლეების მიერ სპეციალურად მათთვის დაწერილი.
უმცროსკლასელებმა მიუძღვნეს ზღაპარი წითელქუდა ინგლისურ ენაზე.
მეთორემეტე კლასი დაჯილდოვდა სამახსოვრო ნომინაციებით,მიიღეს მონაწილეობა მხიარულ კალეიდასკოპში,სადაც მათ უნდა შეესრულებინათ სხვადასხვა სასაცილო სურვილები
,მოეწყო შეჯიბრი ჩანგლით მაწვნის ჭამაში


 დასასრულ მეთორმეტე კლასმა მიმართა პედაგოგებს,გადაუხადეს მადლობა მათთვის გაწეული შრომისა და აღზრდისათვის,გამომშვიდობება იყო ძალიან ემოციური,ძალიან უჭირს სკოლას მათთან განშორება,ისინი ხომ სკოლის ხერხემალს წარმოადგენდნენ.



ფარის სამოქალაქო კლუბი უსურვებს წარმატებებს 12 -ე კლასს,უსურვებს დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე ყოველგვარი დაბრკოლების დაძლევას და გამარჯვებას.
ფარის სკოლა ამაყობს მათით.

1 comment:

  1. Link 12bet Casino Review for Real money ✔️ Welcome
    Trusted link 12bet Casino is rated link 12bet 4.1 out of 5 by bk8 our 더킹카지노 members and 35% of them said: "liked it". Detailed information about the site's usability and

    ReplyDelete