ბატონმა კაპიტონმა დიდი ინტერესი გამოხატა ჩვენი საქმიანობისადმი და სამომავლოდ აღგვითქვა სრული მახარდაჭერა, ამ ეტაპზე კი მოგვცა საშუალება გვეთანამშრომლა ადგილობრივ მედიასთან ,ამ მიზნით შევხვდით მესტიის რაიონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო სამსახურის ჯგუფს და მივეცით ინტერვიუ.
12.6.13
სამოქალქო კლუბის ვიზიტი
12 ივნისს ფარის სამოქალაქო კლუბის ლიდერი ბავშვები: მარი რეზესიძე ,ნოდი ვიბლიანი, ხელმაძღვანელი პედაგოგი ეკა წულუკიძე სკოლის დირექტორი გულო ვიბლიანი,ესტუმრნენ მესტიის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ დარეჯან ნიგურიანს,ვიზიტის მიზანი იყო გაგვეცნო ჩვენი კლუბის საქმიანობა და მიღწევები. ქალბატონმა დარეჯანმა დიდი ინტერესით მოგვისმინა ,აღტაცებული დარჩა ჩვენი საქმიანობით და ძალიან თბილი სიტყვებით შეგვამკო და გვისურვა წარმატებები
შემდეგ შევხვდით მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ კაპიტონ ჟორჟოლიანს,რომელსაც ასევე გავაცანით ჩვენი კლუბის საქმიანობის შესახებ და ვთხოვეთ ახალგაზრდული ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებისას მხარდაჭერა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment